დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საოკუპაციო ხაზთან მდებარე „ფრუტერას“ საწარმო მზის ენერგიაზე იმუშავებს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე „ფრუტერას“ საწარმო მზის ენერგიაზე იმუშავებს

19-01-2024 15:00:00

დავით გელუტაშვილი, რომელმაც საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დირბში, საგვარეულო მიწაზე ტყლაპის და ჩირის საწარმო ააშენა Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ 2024 წელს „ფრუტერას“ საწარმო მზის ენერგიაზე დაიწყებს მუშაობას.

„USAID-ის გრანტი მოვიპოვეთ, რომლითაც შევიძინეთ მზის პანელები. ჰელიო სისტემა მალე ჩამოვა საქართველოში და დავამონტაჟებთ საწარმოს სახურავზე და ელექტროენერგიის ხარჯი დაახლოებით 80%-ით შეგვიმცირდება“ - ამბობს დავით გელუტაშვილი.

საწარმო მზის ენერგიაზე თებერვლიდან გადავა.

„საშრობი დანადგარები, სამაცივრე აგრეგატები ელექტროენერგიაზეა და მზის პანელების დამონტაჟების შემდეგ, ხარჯები მნიშვნელოვნად შეგვიმცირდება. ეს არის დაახლოებით 20 000 ლარის ეკონომია, რაც სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათია“, - ამბობს მეწარმე. 

იგივე თემაზე: 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები