Samsung, რომელიც ცნობილია სმარტფონებისთვის საკმაოდ გრძელი პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერით, ახლახანს განაცხადა, რომ შეწყვიტა ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიების გამოშვება სმარტფონის ხუთი მოდელისა და ერთი ტაბლეტისთვის.
ეს სმარტფონებია Galaxy Fold (პირველი თაობის დასაკეცი ფლაგმანი), Galaxy A20s, Galaxy A30s, Galaxy A50s და Galaxy A70s.
ასევე საუბარია ტაბლეტზე Galaxy Tab Active Pro, რომელიც კომპანიამ გაყიდვაში 2019 წლის ოქტომბერში ჩაეშვა.
კომპანია ასევე ამცირებს Galaxy M ხაზის ორი პოპულარული მოდელის - Galaxy M22-ისა და Galaxy M52 5G-ის განახლებების სიხშირეს. ეს მოწყობილობები მიიღებენ მხოლოდ ორ პროგრამულ განახლებას მომდევნო წლის განმავლობაში. ეს ასევე ნიშნავს, რომ Galaxy M22 და Galaxy M52 Android 14-ზე დაფუძნებულ One UI 6.0-ს ვეღარ მიიღებენ.
უახლესი
2 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?7 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად19 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა