დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამშენებლო მასალების რეალიზაციიდან „ციტადელმა“ ₾16 მილიონი მიიღო

07-01-2024 17:30:00

სამშენებლო მასალებით ვაჭრობის სექტორი დღითიდღე განაგრძობს განვითარებას, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მზარდი მშენებლობის ტემპის ფონზე მთლიანად ეკონომიკაზე.

კომპანია ციტადელისთვის, რომელსაც ამ სეგმეტში თავისი ნიშა აქვს, სამშენებლო მასალების რეალიზება ძირითადი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

შესაბამისად, აბსოლუტურ მონაცემებში საერთოო მოგებაც სწორედ სამშენებლო მასალებიდან ლიდერობს და 2021 წელს შეადგენდა 21 მილიონს, 2022 წელს კი თითქმის 16 მილიონს.

 შემცირებულია ასევე საერთო მოგების მარჟის კოეფიციენტი, 12.1% დან 8.5%-მდე. აღნიშნული მაჩვენებელში აისახება სწორედ აბსოლუტური ნიშნულის შემცირების ახსნა, რადგან რეალიზებული საქონლის ოდენობა თითქმის არ შეცვლილა, აღნიშნულ პროდუქციაზე არსებული ფასნამატი კი შემცირებულია, შესაბამისად შემცირებულია საერთო მოგებაც.

შემოსავლების მიხედვით კომპანიისთვის, მეორე ადგილზეა ტექნიკის რეალიზებიდან მიღებული შემოსავალი, აღნიშნული შემოსავლები საერთო მოგების აბსოლუტურ ნიშნულში მეორე ადგილზე არის, მაგრამ ტექნიკის რეალიზების საერთო მოგების მარჟა მცირეა და 3.9% 2021 და 4.1% 2022 წელს შეადგენდა.

საერთო მოგებაში ყველაზე დაბალი წილი მაგრამ ყველაზე დიდი საერთო მოგების მარჟა მიწისა და ტექნიკის იჯარიდან მიღებულ შემოსავალს აქვს, კერძოდ 2021 წელს საერთო მოგების მარჟა 8.4% 2022 წელს კი 12.4%, ყველაზე მაღალი საერთო მოგების მარჟა თუმცა აბსოლუტურ  მაჩვენებლებში 1.8 მილიონი და 3.1 მილიონია წლების შესაბამისად.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ საერთო მოგების კალკულაციებში არ არის გათვალისწინებული ცვეთა, შეძენილი მომსახურებები და სხვა თვითღირებულების ხარჯები, პროდუქტების საერთო მოგების დასათვლელად გამოყენებულია მხოლოდ პირდაპირი ხარჯები, რაც დაკავშირებულია კონკრეტული პროდუქტის გაყიდვასთან. შესაბამისად, მთლიანი საერთო მოგება განსხვავდება ანალიზის შედეგად მიღებული რიცხვებისაგან.

ავტორი : პაპუნა გიქორიშვილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება

მსგავსი სიახლეები