საქართველოში, სამშენებლო მასალების პირველი აპლიკაცია Buildy უკვე სამი თვეა რაც ონლაინ სივრცეში ოპერირებს.
კომპანიის დირექტორი თეო ზანგურაშვილი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ მათი მიზანია, საქართველოს ბაზაზე ყველა სამშენებლო და სარემონტო მასალის მომწოდებელი კომპანია ერთ სივრცეში გააერთიანონ და შედეგად მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, რომ აპლიკაციიდან სხვადასხვა მომწოდებლის პროდუქცია ონლაინ შეიძინოს, შემდეგ კი ყველაფერს ერთი კურიერი მიუტანს ადგილზე.
„სამშენებლო მასალების მომწოდებლებს ბიზნესის გაციფრულებასა და ონლაინ გაყიდვებში ვეხმარებით. სამი თვის განმავლობაში უკვე 25-ზე მეტი მომწოდებელია ჩვენი აპლიკაციის პარტნიორი. ჩვენთან თანამშრომლობს მასშტაბური ზომის ჰიპერმარკეტი „გორგია“, და „ნოვა“. ასევე ჩვენი პარტნიორები არიან მცირე ზომის კონკრეტული სპეციფიკური პროდუქციის მომწოდებლები, მაგალითად ELPLUS-ი და ა.შ.“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.
მისი თქმით, ამ სამი თვის განმავლობაშიც მომხმარებლის მხრიდან მზარდი მოთხოვნა დაფიქსირდა.
„თითქმის ყველა ტიპის შეკვეთა დაფიქსირდა აპლიკაციაში და ვგეგმავთ რომ პროდუქტის ასორტიმენტი გავაფართოოთ და ტექნოლოგიურად ჩვენი პლატფორმა ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური იქნება სამშენებლო სფეროში“, - ამბობს თეო ზანგურაშვილი.
მისი თქმით, Buildy-ის აპლიკაციას, რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატება, ახლა სამუშაო პროცესია და მეტ დეტალს არ ასაჯაროებენ.
უახლესი
6 საათის წინ
როგორის Meama-ს მიმდინარე შეთავაზებები