დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამი სექტორი jobs.ge-ზე, სადაც ყველაზე მეტი ვაკანსია გამოცხადდა

სამი სექტორი jobs.ge-ზე, სადაც ყველაზე მეტი ვაკანსია გამოცხადდა

27-11-2023 13:30:04

PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით 2023 წელს, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, 45,954 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 6.1%-ით ნაკლებია 2023 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.

2023 წელს, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 5.2% შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27.8 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2023 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი ვაკანსია - 2067, გაყიდვები-შესყიდვების სექტორში გამოცხადდა. მეორე ადგილზეა ადმინისტრაცია-მენეჯმენტი - 1 876 ვაკანსია, ხოლო მესამეზეა ფინანსები, სტატისტიკა - 1 347 ვაკანსია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები