დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამი ქვეყანა, რომელიც 6 თვეში საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა

სამი ქვეყანა, რომელიც 6 თვეში საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა

19-07-2023 11:30:54

2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 268.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.1 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 052.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 7 215.8 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 20.4 პროცენტით).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარივნისში, 4 163.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია.

ქვეყნების ჯგუფების წილი ექსპორტში 2023* წლის იანვარ-ივნისში:

  • ევროკავშირის ქვეყნები - 13.0%;
  • დსთ-ის ქვეყნები - 63.0%;
  • დანარჩენი ქვეყნები - 24.0%. 

ქვეყნების ჯგუფების წილი იმპორტში 2023* წლის იანვარ-ივნისში: 

  • ევროკავშირის ქვეყნები - 24.1%;
  • დსთ-ის ქვეყნები - 23.8%;
  • დანარჩენი ქვეყნები - 52.1% ;

2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • სომხეთი (440.0 მლნ. აშშ დოლარი),
  • აზერბაიჯანი (413.3 მლნ. აშშ დოლარი)
  • რუსეთი (343.9 მლნ. აშშ დოლარი).

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 2023* წლის იანვარ-ივნისში

  • სომხეთი - 14.4%;
  • აზერბაიჯანი - 13.5%; 
  • რუსეთი - 11.3%;
  • ყაზახეთი - 9,8%;
  • ყირგიზეთი - 9.2%.; 
  • ჩინეთი - 7.2%;
  • თურქეთი - 6,9%;
  • ბულგარეთი - 4,8%;
  • ესპანეთი - 1,8%;
  • უკრაინა - 1,6%;
  • დანარჩენი ქვეყნები - 19,4%. 

2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის:

  • თურქეთი (1 246.9 მლნ. აშშ დოლარი),
  • რუსეთი (927.3 მლნ. აშშ დოლარი)
  • აშშ (775.2 მლნ. აშშ დოლარი).

უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების წილი მთლიან იმპორტში 2023* წლის იანვარ-ივნისში:

  • თურქეთი - 17,3%;
  • რუსეთი - 12.9%;
  • აშშ - 10,7;
  • ჩინეთი - 8.0%;
  • გერმანია - 6,2%;
  • აზერბაიჯანი - 4.4%;
  • იაპონია - 3,3%;
  • სომხეთი  - 2,9%,
  • იტალია - 2,5%;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 2,4%;
  • დანარჩენი ქვეყნები: 29.5%. 

2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  • თურქეთი (1 457.7 მლნ. აშშ დოლარი),
  • რუსეთი (1 271.2 მლნ. აშშ დოლარი) 
  • აშშ (820.9 მლნ. აშშ დოლარი).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები