პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა, დღეს 12:00 საათზე დაიწყება.
არსებული ინფორმაციით, პარლამენტის სხდომაზე მიწვეული არიან: - მთავრობის წევრები, დიპლომატები, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი და ასევე, სასულიერო პირები.
პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ. მათი გამოსვლების დასრულების შემდეგ კი პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება პარლამენტს დასკვნითი სიტყვით მიმართოს.
ამის შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხურება.
უახლესი