ოქტომბრის სტატისტიკური მაჩვენებლებით საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 559,245 ერთეული შეადგინა, საიდანაც VISA მთლიანი საკრედიტო ბარათების 25%-ია, ხოლო Mastercard-ი 13%-ი.
როგორც სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, ოქტომბრის მდგომარეობით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 139,548 ერთეულს შეადგენდა, ხოლო Mastercard-ის 72,942 ერთეულს.
ხოლო 346,755 ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა.
თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2023 წლის ოქტომბერში 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 2%-ითაა შემცირებული, ხოლო Mastercard-ის 5%-ით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა 1%-ითაა შემცირებული, ხოლო 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით კი 2%-ით
უახლესი