დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საკრებულოს კომისიამ გმირთა მოედანთან ცათამბჯენების მშენებლობას მხარი დაუჭირა

საკრებულოს კომისიამ გმირთა მოედანთან ცათამბჯენების მშენებლობას მხარი დაუჭირა

28-12-2023 14:00:00

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ გმირთა მოედნის მიმდებარედ, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე, განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) დაამტკიცა.

გეგმის თანახმად, ამ ადგილზე ორი ცათამბჯენი უნდა აშენდეს. საბოლოოდ, საკითხს საკრებულოს სხდომაზე უყრიან კენჭს.

სხდომა დღეს, 28 დეკემბერს, 14:00 საათზე დაიწყო. 

 52 და 40-სართულიან შენობებში 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება, ჯამში, პროექტი 155 599 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აგვისტომდე ეს ტერიტორია შპს „კოსტავა 69-ს" ეკუთვნოდა. თავის მხრივ, ამ კომპანიას ფლობდა ფონდი „ქართუ“, რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისაა. „კოსტავა 69-ის" დირექტორი მისი დისშვილი კახა კობიაშვილია.

2023 წლის აგვისტოში "ლაგუნა ვერე" და ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორია შპს „ნეო სითი დეველოპმენტმა” იყიდა. ბიზნესრეესტრის მონაცემებით, 2023 წლის 7 აგვისტოს „ნეო სითი დეველოპმენტის“ 100%-იან წილზე "ქართუ ფონდის" სასარგებლოდ გირავნობის უფლება დარეგისტრირდა.

„ნეო სითი დეველოპმენტი“ 2023 წლის მარტში დაფუძნდა. კომპანიის დირექტორია ტარიელ გაბუნია, ხოლო 100%  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები