სებ-ის საბჭოს 2024 წლის 1-ლი მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის, 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება. შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება.
Business Insider Georgia-ამ საკითხის შეფასება საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობას (IMF) სთხოვა.
გამოცემის კითხვას, როგორ აფასებს IMF საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატებას და როგორია გლობალური ტენდენცია? IMF -ის მუდმივმა წარმომადგენლმა ენდრიუ ჯუველმა უპასუხა.
„საკმაოდ ხშირია როდესაც ცენტრალური ბანკები თავიანთი საერთაშორისო რეზერვების ნაწილს ოქროში ანთავსებენ, ოთხ ათწლეულიანი დაღმასვლისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ცენტრალური ბანკის ოქროს მარაგები გაიზარდა, ამ თვალსაზრისით საქართველოს ეროვნული ბანკიც არ არის გამონაკლისი.
ოქრო წარმოადგენს ცენტრალური ბანკის რეზერვების მმართველებისთვის უსაფრთხო მექანიზმს ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდებში“, - განაცხადა ენდრიუ ჯუველმა.
უახლესი
12 საათის წინ
როგორის Meama-ს მიმდინარე შეთავაზებები