დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფო ქონების 2023 წლის პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შესრულდა

სახელმწიფო ქონების 2023 წლის პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შესრულდა

28-12-2023 10:39:00

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წელს,  პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ ჯამში 279 518 776  ლარის მობილიზება მოახდინა. საანგარიშგებო პერიოდში, ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებში გადარიცხული თანხა შემდეგნაირად განაწილდა:

  • ცენტრალური ბიუჯეტი - 200 305 592 ლარი;
  • ადგილობრივი ბიუჯეტი - 51 542 911 ლარი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი - 2 584 866 ლარი.

აღსანიშნავია, რომ მეოთხე კვარტალში, ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხის მოცულობამ 98 295 953 ლარიშეადგინა, რაც მეოთხე კვარტლის პრივატიზების გეგმის 126,02%-შეადგენს.

საანგარიშგებო პერიოდში სააგენტომ 2 925 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. პრივატიზებული სახელმწიფო აქტივებიდან მოსალოდნელი ინვესტიციის ჯამური ოდენობა 100 000 000 ლარს შეაადგენს.

სააგენტო მომავალ წელსაც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა, საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად შეთავაზებს.

მოგახსენებთ, რომ პრივატიზების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები