სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კომპანია „იჯიესის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 50%-იან წილს ყიდის. წილის გასასხვისებლად აუქციონი 2 ოქტომბერსაა ჩანიშნული და ლოტის საწყისი ღირებულება 2 104 000 ლარს შეადგენს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 50%-ის მფლობელი „გარდაბანი ჰოლდინგზ ფი-ფი ბი.ვია“ (ნიდერლანდები).
კომპანიის საკუთრებაშია უძრავი ქონება:
1. ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N88-ში არსებული შენობა-ნაგებობის ½ ნაწილი (ს/კ N03.01.21.048)
2. ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N88-ში არსებული 18608 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N11 შენობა-ნაგებობები (ს/კ N03.01.21.743)
eauction.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით „იჯიესის“ აქტივები (2023 წლის 23 იანვრის მდგომარეობით) - 472 791 ლარი იყო, ხოლო ვალდებულებები (2023 წლის 23 იანვრის მდგომარეობით) - 0 ლარი.
კომპანიის საკუთარი კაპიტალი, 23 იანვრის მდგომარეობით, 472 791 ლარს შეადგენდა.
უახლესი
12 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება