სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერზე არსებული მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ მაისში 668 555 ადამიანი (ქვეყნის საერთო მოსახლეობის 17.9%) შეადგინა საიდანაც 180,985 პარალელურად საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, აპრილში საარსებო შმწეობას 660,746 პირი იღებდა.
რეგიონების მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღეპირთა სტატისტიკა, (საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული პირების გარეშე) ასე გამოიყურება:
თბილისი - 117,380
გურია - 15,839
რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7,166
კახეთი - 47,533
მცხეთა-მთიანეთი - 10,669
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 49,606
სამცხე-ჯავახეთი - 13,048
ქვემო ქართლი - 73,209
შიდა ქართლი - 50,150
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 48, 691
ბოლო 10 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 214 698 ადამიანით გაიზარდა. 2013 წელს საარსებო შემწეობას 453 857 ადამიანი იღებდა, რაც მოსახლეობის 10,1% იყო.
უახლესი