დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული

06-09-2023 09:51:33

სადაზღვევო სექტორის მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული.

ზრდა ფიქსირდება სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის კუთხითაც.

კერძოდ, მიმდინარე წელის 30 ივნისის მდგომარეობით პოლისების რაოდენობა 121 512 იყო, 2022 წლის პირველ ნახევარში - 108 486, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 98 594.

სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში კი ყველაზე დიდი წილი „თიბისის“ (25%), „ალდაგს“ (21%) და „ჯიპიაის“ (12%) აქვს.

ჯამში ამ მიმართულებით, სადაზღვევო კომპანიებმა 2023 წლის პირველ ნახევარში 102,6 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს.

2023 წლის 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან) 591 მილიონი ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 121,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 34,3 მილიონი ლარი.

2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები