საქართველოში პირველი სპა გლემპის მშენებლობა იგეგმება და თუ პროექტი გაამართლებს და მასზე მოთხოვნა იქნება Glamp Shop-ი პროდუქციას დამკვეთებს მიაწვდის.
პროექტის განსახორციელებლად კომპანია Glamp Shop-მა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტში „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) გაიმარჯვა.
პროექტის აღნიშნულ ფაზას სულ 22 გამარჯვებული ჰყავს, რომლებმაც საკუთარი საწარმოს შექმნისა და გაფართოების მიზნით, ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტ დაფინანსება მოიპოვეს.
„სპა გლემპინგი გულისხმობს გლემპის კოტეჯში საუნის ადაპტირებას. ეს იქნება გლემპის კოტეჯი, სადაც იქნება 2 საუნა, ასევე იქნება ცივი წყლის ჯაკუზები და ასევე მასაჟის მაგიდები. საბოლოო ჯამში ეს გლემპები იქნება სპა გლემპინგის მიმართულება.
პირველი ასეთი სპა გლემპი თიანეთში, სოფელ ალოტში განთავსდება. ამ კომპლექსს ეწოდება „ჩემთან ალოტში“, ეს იქნება შოუ-რუმ კომპლექსი, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ დაათვალიერონ გლემპები ზომების მიხედვით, ასევე დარჩნენ, დაისვენონ და პრაქტიკაში გამოცადონ. ასეთი გლემპით უკვე შევძლებ მომხმარებელს დამატებით სერვისად შევთავაზო სპა გლემპი“, - განაცხადა Business Insider Georgia-სთან საუბრისას Glamp Shop-ის დამფუძნებელმა შალვა ბერიძემ.
მისივე თქმით, გლემპ საუნის აწყობა მოხდება ადგილზე და ინტერესის შემთხვევაში Glamp Shop-ი მზადაა ქვეყანაში მათი რაოდენობის ზრდაზეც აქტიურად იმუშაოს. Glamp Shop-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ბოლო წლების სტატისტიკით ქვეყანაში გლემპებზე მოთხოვნა არის.
„მოთხოვნა არის. 4 წლის წინ, როდესაც ჩემთვის სამი გლემპი ჩამოვიტანე მოთხოვნიდან გამომდინარე ვიქეცი იმპორტიორად და მწარმოებლად. ამ შედეგს არ ველოდი. აქამდე გამოწერით იყო, მაგრამ ბოლო 2 წელია წინასწარ ჩამომაქვს ყველაზე მოთხოვნადი გლემპები, რათა შეკვეთიდან რამდენიმე დღის ვადაში მივაწოდო დამკვეთს“, - აღნიშნა შალვა ბერიძემ.
ირკვევა, რომ დღეისათვის „Glamp Shop-ის ბალანსზე ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი გლემპის მონტაჟი მოხდა.
„Glamp Shop-ი წარმოადგენს გლემპინგების კომპანიას, რომელიც ეწევა ჩინეთიდან საქართველოში იმპორტს. თუმცა 2 წელია გლემპებს ადგილზეც ვაწარმოებთ. გლემპებს ვაშენებთ საქართველოს ყველა რეგიონში. აქტიურად ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ასევე კერძო დამკვეთებთან. დღეის მდგომარეობით 50-ზე მეტ გლემპინგ კოტეჯი გვაქვს საქართველოს მასშტაბით აშენებული. 70%-ი უკვე ჩაშვებულია ექსპლუატაციაში, ხოლო დანარჩენი 30%-ი ექსპლუატაციაში ჩაშვებას და ბაზარზე ოპონირებას ელოდება“, - აღნიშნა შალვა ბერიძემ.
იგივე თემაზე:
უახლესი
1 საათის წინ
გუდაურში ბინების გაყიდვები და ფასები შემცირდა1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან გამყარდა1 საათის წინ
2025 წელს გაფართოებას ვგეგმავთ - „სერი“