დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში მონეტარული პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია რეგიონის ქვეყნებს შორის - გალტ & თაგარტი

საქართველოში მონეტარული პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია რეგიონის ქვეყნებს შორის - გალტ & თაგარტი

27-07-2023 16:00:35

საქართველოში მონეტარული პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია რეგიონის ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ  გალტ & თაგარტის ეკონომიკურ მიმოხილვაშია ნათქვამი. 

მიმოხილვის თანახმად, რეგიონში 2023 წლის ივნისში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თურქეთშია და 38.2%შეადგენს. ინფლაციის მაჩვენებლის სიდიდით მეორეა ყაზახეთი - 14.6%, მესამე კი აზერბაიჯანი - 10.6%. 

ინფლაციის მაჩვენებელი რეგიონის ქვეყნებში (2023 წლის ივნისი)

  • ყირგიზეთი  - 10.5%;
  • უზბეკეთი -9.0%;
  • რუსეთი - 3.2%;
  • საქართველო - 0.6%;
  • სომხეთი  -  - 0.5%;

რეგიონის ქვეყნების მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი (2023 წლის 20 ივლისის მდგომარეობით)

  • ყაზახეთი - 16.8%;
  • საქართველო - 10,5%;
  • სომხეთი - 10,5%;
  • ყირგიზეთი - 13,0;
  • უზბეკეთი - 14,0%;
  • რუსეთი - 8,5%;
  • აზერბაიჯანი - 9,0%;
  • თურქეთი - 17,5%;

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 21 ივნისის სხდომაზე, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10.5%-ზე დატოვა. 

ამასთან, ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური პროგნოზები განაახლა. 

ეროვნული ბანკი გეგმავს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას 1%-ით. ახლა რეფინანსირების განაკვეთი 10,5%-ია. წლის ბოლოს საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი სავარაუდოდ 9.5%-ზე იქნება.  თუ მაკროეკონომიკური პროგნოზი შენარჩუნდა, სებ-ი 2024 წლისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.25%-მდე შემცირებას, ხოლო 2025 წლისთვის კი 7.25%-მდე შემცირებას გეგმავს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები