დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ხორბლის იმპორტი 51%-იან ზრდას აჩვენებს

საქართველოში ხორბლის იმპორტი 51%-იან ზრდას აჩვენებს

23-09-2024 19:00:00

საქართველოში ხორბლის იმპორტი 51%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 42,532.79 ათასი დოლარის ღირებულების 180,519.52 ტონა ხორბალი იყიდა. 2023 წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკით კი ქვეყანაში 119,456.68 ტონა ხორბლის იმპორტი დაფიქსირდა. 

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2024 წლის რვა თვეში ქვეყანაში შემოსული ხორბლის 99,99%-ი რუსეთზე მოდის, ხოლო დანარჩენი ავსტრიასა და გერმანიაზე.

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ხორბლის იმპორტი, ქვეყნების მიხედვით:

  • რუსეთი - 180,517.01 ტონა - 42,530.18 ათასი დოლარი,
  • ავსტრია - 2.31 ტონა - 2.13 ათასი დოლარი,
  • გერმანია - 0.20 ტონა - 0.48 ათასი დოლარი.

რაც შეეხება წლიურ სტატისტიკა, 2023 წელს საქართველომ 222,061.20 ტონა ხორბალი იყიდა ხოლო 2022 წელს კი 184,040.33 ტონა. 

ხორბლის იმპორტის რეკორდი 2012 წელს დაფიქსირდა, როცა ქვეყანამ 897,579.67 ტონა ხორბალი იყიდა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები