საქართველოს ბანკი, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგანმანათლებო შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, 18 და 19 მარტს, ფინანსური ინსტიტუტის ორგანიზებით, 2-დღიანი ვორქშოპი ჩატარდა. ვორკშოპს — “როგორ ვიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა” — ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი, BPN Georgia-ს country დირექტორი, დანიელ მათერი უძღვებოდა.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაიმართა და დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპიკერთან ერთად განეხილათ შემდეგი საკითხები:
ამ სტატიაში კი დანიელ მათერი გვიამბობს, რა იყო ვორკშოპის ხუთი ძირითადი ამოცანა და რა ინფორმაცია მიიღეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა.
მონაწილეების შთაგონება და აზროვნების სტიმულირება
“ჩემი მთავარი მიზანი იყო მონაწილეების შთაგონება, მცირე ბიზნესის მაგალითებით მათთვის აზროვნების სტიმულირება. მსურდა მეჩვენებინა, თუ როგორ მოახერხეს მათ თავიანთი ძლიერი მხარეების სწორად განსაზღვრა და ბაზარზე წარმატების მიღწევა ძლიერი კონკურენტული უპირატესობის (USP) წყალობით“, — ასახელებს პირველ მიზეზს დანიელ მათერი.
კონკურენტული უპირატესობის განმსაზღვრელი ფაქტორები
დანიელ მათერის თქმით, მონაწილეებისთვის სურდა იმის ჩვენება, რომ კონკურენტული უპირატესობა სამი ძირითადი ფაქტორის გადაკვეთაში მდგომარეობს, ესენია:
პრაქტიკული ინსტრუმენტები
„სემინარის ნამდვილი ღირებულება იმაში მდგომარეობს, თუ რას დანერგავენ მონაწილეები საკუთარ კომპანიებში მეორე დღესვე. ამიტომ, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ აუდიტორიას პრაქტიკული და უფასო ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაცია მიეღო. მათ შორის იყო, მაგალითად, ე.წ. buyer persona-ს შექმნის შაბლონი, ChatGPT-ის გამოყენებით მარკეტინგული მესიჯების შემუშავების ინსტრუქცია და სხვა“
დამაჯერებელი კომუნიკაცია.
„მონაწილეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ უნიკალური პროდუქტის ან სერვისის ქონა საკმარისი არაა, თუ ამ უნიკალურობას დამაჯერებლად ვერ გადმოვცემთ. შეთავაზება არა კომპანიის, არამედ მომხმარებლის თვალში უნდა აღიქმებოდეს უნიკალურად. ამასთან, უნდა ატარებდეს ისეთ მკაფიო ღირებულებას, რომ მომხმარებელი მზად იყოს, გადაიხადოს (უფრო მეტი)“, — აღნიშნავს დანიელ მათერი.
გუნდური მუშაობა
„ჩვენგან არცერთი არ არის იმდენად ჭკვიანი, რამდენადაც ჩვენ ყველა — ერთად.“ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სემინარი მაქსიმალურად ინტერაქტიული ყოფილიყო, ინდივიდუალური სავარჯიშოებით და ჯგუფური დავალებებით, როლური თამაშებითა და მონაწილეთა უშუალო უკუკავშირით“, — ამბობს ტრენერი.
გარდა ამისა, დანიელ მათერმა ქართულ კომპანიებს 5 რჩევა მისცა:
აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.
უახლესი
11 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს12 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო13 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა14 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა