დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ივლისში საარსებო შემწეობა 661 305-მა ადამიანმა აიღო

საქართველოში ივლისში საარსებო შემწეობა 661 305-მა ადამიანმა აიღო

16-08-2023 18:00:32

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერზე არსებული მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ 661 305 ადამიანი შეადგინა. (ქვეყნის საერთო მოსახლეობის 18.0%), საიდანაც  191 333 პირი პარალელურად საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივნისში საარსებო შმწეობას 660 255 პირი იღებდა, აქედან საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში 186 256 პირი იყო ჩართული. 

რეგიონების მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღეპირთა სტატისტიკა, (საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული პირების გარეშე) ასე გამოიყურება: 

თბილისი - 115,474;

გურია -  14,989;

რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6,898;

კახეთი - 45,934;

მცხეთა-მთიანეთი - 10,164;

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 47,246;

სამცხე-ჯავახეთი - 12,620;

ქვემო ქართლი - 72,986;

შიდა ქართლი - 48,731;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 43,019;

ბოლო 10 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 207 530 ადამიანით გაიზარდა.  2013 წელს საარსებო შემწეობას 453 857 ადამიანი იღებდა, რაც მოსახლეობის 10,1% იყო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები