დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ რუსული ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ არიან სანქცირებული - გივი დავითაშვილი

საქართველოში ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ რუსული ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ არიან სანქცირებული - გივი დავითაშვილი

27-07-2023 13:00:57

ქვეყნისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებაა (GCAA), რომ საქართველოში ფრენები სრულდება და მომავალშიც შესრულდება მხოლოდ იმ რუსული ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს GCAA-ს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა განუცხადა, რითაც ის საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ საქართველოში ჩამოსვლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველომ რუსული სანქცირებული ავიაკომპანიის ბორტით საქართველოში ჩამოსვლის ნებართვა არ მისცა.

დავითაშვილის განმარტებითვე, აღნიშნულ თვითმფრინავზე, რომლითაც დაგეგმილი იყო ფრენა დაწესებულია მწარმოებლის შეზღუდვა.

„საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ საქართველოში ჩამოფრენასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ თავდაპირველი განაცხადის მიხედვით, ჩარტერული ფრენა უნდა განეხორციელებინა რუსულ ავიაკომპანიას (UVT AERO), რომელიც არის სანქცირებული და იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. ამასთან საჰაერო ხომალდზე, რომლითაც დაგეგმილი იყო ფრენა დაწესებულია მწარმოებლის შეზღუდვა. შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნულ ავიაკომპანიაზე ფრენის ნებართვა არ გასცა. 

ახალი განაცხადით, რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანია “SCAT Airlines”-მა, რომელზეც უმოკლეს ვადებში, მომართვიდან ორ საათში გაიცა ნებართვა სააგენტოს მიერ. 

ჩარტერული ფრენა დღეს შესრულდა. რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 10:46 საათზე დაეშვა.

როგორც არაერთხელ გაჟღერდა, ქვეყნის და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებაა, რომ საქართველოში ფრენები სრულდება და მომავალშიც შესრულდება მხოლოდ იმ რუსული ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი, კერძოდ არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში, ასევე ფრენები არ განხორციელდება იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თითოეულ წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მოქმედებს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად“, - განუცხადა  Business Insider Georgia-ს GCAA-ს დირექტორმა გივი დავითაშვილმა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები