2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან კორეის რესპუბლიკაში 1,358.70 ათასი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 49%-იან ზრდას აჩვენებს.
2022 წლის პირველ კვარტალში კორეის რესპუბლიკაში საქართველოდან 2,646.49 ათასი დოლარის პროდუქცია შევიდა.
საქართველოდან ექსპორტმა ამ ქვეყანაში პიკს 2017 წელს მიაღწია. მაშინ კორეის რესპუბლიკაში ექსპორტზე 17,450.53 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა.
2022 წლის სტატისტიკა კი 2021 წლის მაჩვენებელთან ექსპორტის 11%-იან ზრდას აჩვენებს.
TOP 5 პროდუქტი, რომელიც საქართველოდან კორეის რესპუბლიკაში ექსპორტზე გავიდა - 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემები
რაც შეეხება იმპორტს, კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში 2023 წლის პირველ კვარტალში 8%-ით მეტი პროდუქცია შემოვიდა, ვიდრე 2022 წლის პირველ კვარტალში.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ამ ქვეყნიდან 18,338.57 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 16,919.42 ათასი დოლარის.
ბოლო 14 წლის სტატისტიკით საქართველოში კორეიდან იმპორტმა პიკს 2018 წელს მიაღწია - 103,402.46 ათასი ლარი. 2022 წელს კი 2021 წელთან შედარებით იმპორტმა 24%-ინი ზრდა აჩვენა.
TOP 5 პროდუქტი, რომელიც კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში იმპორტირდა - 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემები
„საქართველოსა და კორეის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის და ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების გაფორმება.
ეს გაზრდის არა მხოლოდ სავაჭრო ბრუნვას, ასევე დადებითად აისახება თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი განხილულ იქნა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მაღალი რანგის შეხვედრაზე კორეის ვიცე-პრემიერ ჩოო კიუნგ ჰოსთან.
მოგვიანებით კორეულმა მხარემ ამ საკითხს ხაზი სოციალურ ქსელშიც გაუსვა. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ მიმდინარე წელს ასევე დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
დელეგაციას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ხელმძღვანელობს.
უახლესი