დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს საბანკო ბაზარზე რამდენიმე საინტერესო პროდუქტს შემოვიტანთ - დიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოს საბანკო ბაზარზე რამდენიმე საინტერესო პროდუქტს შემოვიტანთ - დიმიტრი ქუმსიშვილი

22-01-2024 18:00:00

Paysera Bank Georgia • პეისერა ბანკი საქართველო , რომელიც პირველი ლიცენზირებული ციფრული ბანკი საქართველოში, ამიერიდან საკუთარ კლიენტებს ყველა იმ სერვისს შესთავაზებს, რასაც მომხმარებლებს კომერციული ბანკები სთავაზობენ.  

საბანკო ლიცენზიის შესაბამისად, რეალურ გარემოში ოპერირების დაწყებიდან 6 თვეში,  "პეისერა ბანკი საქართველომ“ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების შედეგად სებ-სგან მომხმარებლისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საბანკო სერვისების სრული სპექტრის, მათ შორის სესხების გაცემის, უფლება  მიიღო.

როგორც „პეისერა ბანკი საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ქუმსიშვილმა Business Insider Georgia-სთან საუბრისას განაცხადა, მალე ბანკი მომხმარებლებს ახალ, საინტერესო პროდუქტებს შესთავაზებს, რაზეც ნებართვას მარეგულირებელი ორგანოდან ელის. 

„ეს ყველაფერი დასტურია იმისა, რომ ლიცენზიით გაწერილ პირობებს ვასრულებთ და ფაზებს მივყვებით. შემდგომში ბანკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ანგარიშსწორების ნაწილი, არამედ ძირითადი საბანკო საქმიანობა. კერძოდ, დეპოზიტების მიღება და სესხების გაცემა. დღევანდელი ლიცენზია უკვე ამის შესაძლებლობას გვაძლევს. როდესაც ბაზარზე შემოვედით რამდენიმე მნიშვნელოვანი ექსკლუზიური პროდუქტი შემოვიტანეთ.

პირველი - ერთად-ერთი ფინანსური ინსტიტუტი ვართ, რომელიც მომხმარებელს უხსნის საერთაშორისო, ევროპულ IBAN-ს, რომელიც არის SEPA-ში და SEPA Instant-ში ჩართული და დღესაც, როდესაც კრედიტების გაცემას დავიწყებთ აქაც ვფიქრობთ, რომ რამდენიმე ძალიან საინტერესო პროდუქტს შემოვიტანთ ქართული ბაზრისთვის.

ჯერჯერობით ვერ დავაანონსებ პროდუქტების სახელებს, რადგანაც რადგან, ამ საკითხზე შეთანხმება მიმდინარეობს სებ-თან. გარკვეული პროდუქტები უკვე გაგზავნილი გაქვს და ველოდებით სებ-ისგან თანხმობას და შემდეგ როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირებს შევთავაზებთ ამ სიახლეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელსაც ექნება ახალ პროდუქტებზე წვდომა, მათ შორის სასესხო პროდუქტებზე. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ინვესტორებისთვისაც, რადგანაც ეს არის უკვე სრულყოფილი საბანკო ლიცენზია ყველა იმ საბანკო სერვისის გაწევის შესაძლებლობით, რომელიც კომერციულ ბანკებს აქვთ“, - აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.

2022 წლის 17 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს "პეისერა საქართველოზე", ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით საბანკო საქმიანობის ლიცენზია  გასცა.

სს "პეისერა საქართველოს" ბიზნეს მოდელი ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაციას ეფუძნება და მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული პროდუქტების შეთავაზებას გულისხმობს.

ხოლო Paysera-ს ქსელის დამფუძნებელი პარტნიორი Paysera LT წარმოადგენს ლიცენზირებული ელექტრონული ფულის ინსტიტუტს, რომელსაც 2012 წლიდან აქვს უფლება ევროკავშირის მაშტაბით შეასრულოს ელექტრონულ ფულთან დაკავშირებული ოპერაციები და გაუწიოს საგადახდო მომსახურება მომხმარებლებს. ელექტრონული ფულის ინსტიტუტის ლიცენზია გაცემულია ლიეტუვას ბანკის მიერ.

ფინანსური და პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება

პეისერა ბანკ საქართველოში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემებისა და ფინანსების დაცულობა უზრუნელყოფილია საქართველოს კანონმდებლობის და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ინფორმაციული უსაფრთხოებით, რაც გულისხმობს ფინანსური თაღლითობის რისკების მინიმუმამდე დაყვანას.

ზედამხედველობა

სს"პეისერა ბანკ საქართველოზე" ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მანდატის მოქმედება, რაც გულისხმობს ბანკის საქმიანობის რისკებისა და სპეციფიკურობების გათვალისწინებით, ეფექტურ საზედამხედველო რეჟიმს და საზედამხედველო მოთხოვნებს,  რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ბანკის და საფინანსო სექტორის მდგრად და ეფექტურ ფუნქციონირებას.

 

ხოლო Paysera ქსელის დამფუძნებელი პარტნიორი ექვემდებარება ლიეტუვას ბანკის ზედამხედველობას, იხილეთ ლიეტუვას ბანკის ოფიციალური ვებგვერდი: www.lb.lt.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები