დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი სამაცივრე მეურნეობა

საქართველოს რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი სამაცივრე მეურნეობა

16-08-2023 13:44:22

2023 წლის II კვარტალში საქართველოში 202 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (51.0 პროცენტი) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული.

საქსტატის ცნობით, მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია:

  • თბილისში (11.9 პროცენტი),
  • კახეთის რეგიონში (9.9 პროცენტი),
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (8.4 პროცენტი),
  • იმერეთის რეგიონში (5.4 პროცენტი),
  • ქვემო ქართლის რეგიონში (5.4 პროცენტი),
  • აჭარის ა.რ.-ში (4.0 პროცენტი),
  • მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (2.0 პროცენტი),
  • გურიის რეგიონში (1.0 პროცენტი),
  • სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (1.0 პროცენტი). 

2023 წლის II კვარტალში მომსახურება გაეწია 312 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით - 881 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 272 კაცით განისაზღვრა.

2023 წლის II კვარტალის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 67.7 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 46.7 პროცენტი - ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 25.2 პროცენტი - ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 12.4 პროცენტი - თევზეული, 8.4 პროცენტი - ხილი და ბოსტნეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

2023 წლის II კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 17.4 პროცენტს - საკუთარი წარმოების, 19.9 პროცენტს - შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 62.8 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქციის მოცულობა შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 5.8 მლნ. ლარი შეადგინა.

2023 წლის II კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 113.5 მლნ. ლარის ღირებულების (20.4 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 26.1 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ - 31.5 პროცენტი, ხოლო შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ - 42.4 პროცენტი.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 61.1 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე.

ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (47.6 პროცენტი), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (31.7 პროცენტი) და თევზეულზე (12.1 პროცენტი) მოდის.

საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 6.8 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 6.0 პროცენტს შეადგენს.

ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 44.3 პროცენტს, მაისში - 51.4 პროცენტს, ხოლო ივნისში - 45.7 პროცენტს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები