საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალეკსანდარ ჯიკიჩი გახდა. ახალი მწვრთნელი საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ წარადგინა.
ალეკსანდარ ჯიკიჩი სერბი სპეციალისტია, რომელიც 20 წლიანი კარიერის განმავლობაში, სხვადასხვა დროსსერბულ (პარტიზანი, ბეოვუკი), სლოვენიურ (ოლიმპია, კრკა), ლიტვურ (რიტასი), მონტენეგროულ (ბუდუჩნოსტი), ესპანურ (ესტუდიანტესი) და ისრაელურ (აპოელი) კლუბებს წვრთნიდა. 2014-2015 წლებში კი ისჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო.
აღსანიშნავია, რომ 2005 წელს ჯიკიჩი NBA-ში წავიდა და 2 წლის განმავლობაში მინესოტატიმბერვულვზის მწვრთნელის ასისტენტი იყო. გასულ, 2023 წელს კი ჯიკიჩი ისრაელის ლიგის საუკეთესომწვრთნელად დაასახელეს.
„ჩვენი მიზანი ევრობასკეტი 2025-ზე მოხვედრაა. რაც შეეხება ზაფხულში გასამართ ოლიმპიადის შესარჩევს, დაპირებები არ მიყვარს. არც წინასწარმეტყველი ვარ. კალათბურთელებისგან ერთს ვითხოვ – მოედანზე ყველაფერი ჩადონ გამარჯვებისთვის... ლეგიონერების გამოსვლასა და საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ყურადღებითვადევნებდი თვალს. გავიარე კონსულტაციები მწვრთნელებთან და ასე შევარჩიეგაფართოებული შემადგენლობა. თუ რომელიმე კალათბურთელი თამაშით დაამტკიცებს, რომ მე შევცდი და ნაკრებში თამაშს იმსახურებს, მას აუცილებლად მივიწვევთ”, - აღნიშნა პრესკონფერენციაზე ალეკსანდარ ჯიკიჩმა.
"კონტრაქტი 2025 წლის ევრობასკეტის ციკლზეა მორგებული - მოიცავს მის საკვალიფიკაციოტურნირსა და ფინალურ ეტაპს. 2025 წლის შემოდგომაზე მხარეები კონტრაქტის გაგრძელებისსაკითხს განიხილავენ და გადაწყვეტილებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებენ". - აცხადებენ კალათბურთის ფედერაციაში.
საქართველოს ნაკრებში ალეკსანდარ ჯიკიჩის ასისტენტები ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილიიქნებიან, რომლებიც ამ პოზიციაზე წინა მწვრთნელთან, ილიას ზუროსთან ერთადაც მუშაობდნენ.
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები წინა, ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმაგასული წლის სექტემბერში დატოვა. ის ნაკრებს 7 წლის განმავლობაში ედგა სათავეში.
საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია.
უახლესი