2022-23 წლებში დასაქმება მკვეთრად გაიზარდა და IT სექტორი ყველაზე მაღალანაზღაურებადი დარგია, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის IT სექტორის კვლევაშია ნათქვამი.
IT სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა მიგრანტების ეფექტს და სხვა სექტორებიდან მუშახელის რელოკაციას უკავშირდება. ჩვენი შეფასებით, სექტორში დასაქმებულების 70-75% უცხოელია.
IT სექტორში საშუალო ანაზღაურება 6,940 ლარს შეადგენდა 2023 წელს, რაც 3.5- ჯერ აღემატება ბიზნეს სექტორის საშუალოს.
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორი (ICT) საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია 2022 წლიდან, რაც ძირითადად IT მიმართულებითაა განპირობებული. დარგი ექსპორტზეა ორიენტირებული, რომლის მოცულობამ 2023 წელს $892 მლნ შეადგინა.
ზრდის პოტენციალი მაღალია, რასაც მათ შორის ერთ სულ მოსახლეზე ექსპორტის შედარება მიანიშნებს. 2023 წელს საქართველოდან ICT ექსპორტი 1 სულ მოსახლეზე $243 იყო, რაც ჩამორჩება როგორც სომხეთის ($362), ისე ევროკავშირის ქვეყნების (პორტუგალია $442, ხორვატია $478, სლოვენია $521, ლიეტუვა $818) მაჩვენებლებს.
IT სექტორის შემოსავლები 2023 წელს 2.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, აქედან 2.1 მილიარდი ლარი სერვისის ექსპორტით დაგენერირდა. ექსპორტის ყველაზე დიდი ნაწილი 26% აშშ-ში განხორციელდა, შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი (15%) და მალტა (11%).
უახლესი