დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

23-08-2023 09:36:56

2023 წლის 23-24 აგვისტოს, საქართველოს რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ეწვევა ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, აჯა ლაბიბი.
 
ვიზიტის ფარგლებში,აჯა ლაბიბი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან,ილია დარჩიაშვილთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.

ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

აჯა ლაბიბი ეწვევა საოკუპაციო ხაზს  და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას, იგი ასევე  პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს.
 
ვიზიტის ფარგლებში, აჯა ლაბიბი ასევე შეხვდება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგებლებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები