დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკის მობილბანკი, პლატფორმა გადარიცხვებისა და გადახდების სამართავად - ინტერვიუ ცირა ლოლაძესთან

საქართველოს ბანკის მობილბანკი, პლატფორმა გადარიცხვებისა და გადახდების სამართავად - ინტერვიუ ცირა ლოლაძესთან

18-07-2024 23:04:00

თანამედროვე სამყარო ციფრული პროგრესითა და მომხმარებლების მზარდი მოთხოვნებით ხასიათდება. ამ გარემოში კი ბიზნესებს ინოვაციური საბანკო პლატფორმები ეფექტიანობის მისაღწევად და ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად უფრო და უფრო სჭირდებათ.

 

გადარიცხვების შესრულება სხვადასხვა ვალუტაში, ანგარიშსწორება შესყიდვებისთვის, ბიუჯეტში თანხის გადახდა, გადასახადების დაფარვა - ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ტრანზაქციებისა, რომლებსაც ბიზნესები ყოველდღიურად ასრულებენ. ამ პროცესების გამარტივების მიზნით კი საქართველოს ბანკი ქმნის და ავითარებს უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მქონე ციფრულ პლატფორმას - ბიზნეს მობილბანკს.

 

იმაზე, თუ როგორ ამარტივებს ბიზნესების ყოველდღიურობას საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ციფრული კლასტერის Product owner-ი, ცირა ლოლაძე გვესაუბრა.

 

რა ფუნქციონალები ერთიანდება საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის გადარიცხვებისა და გადახდების მოდულში?

 

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში გადარიცხვებისა და გადახდების ფუნქციონალების შექმნისას ჩვენი მიზანი, პირველივე დღიდან, იყო ის, რომ მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად გაგვემარტივებინა და ხელმისაწვდომი გაგვეხადა ყველა პროცედურა. ხშირ შემთხვევაში კი - ფილიალში მისვლის საჭიროება მინიმუმამდე დაგვეყვანა.

 

ბიზნესებისთვის შექმნილი ეს მოქნილი მოდული მათ ყველა საჭიროებას პასუხობს. მათ შორის:

 

შაბლონის შექმნა და ერთი კლიკით თანხის გადარიცხვა - ეს სერვისი მათთვისაა, ვინც  ერთსა და იმავე პირს ან ორგანიზაციას თანხას რეგულარულად ურიცხავს. ამავე მიზანს ემსახურება გადარიცხვის გამეორების ფუნქციონალი - ახლა უკვე მარტივია წარსულში შესრულებული ტრანზაქციის  პოვნა და გადარიცხვა. აქ, ასევე, ნახავთ თანხის უკან გადარიცხვის ფუნქციონალსაც, რომელსაც ადამიანური შეცდომების რისკი მინიმუმამდე დაჰყავს.

 

აქვე შეხვდებით გადახდების ფუნქციონალებსაც, რომელთა დახმარებით ერთ სივრცეში მარტივადაა შესაძლებელი კომუნალური, სახელმწიფო სერვისების, ჯარიმების, დავალიანებების თუ სხვა გადასახადების დაფარვა.

 

ეს და სხვა არაერთი ფუნქციონალი და დეტალი ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარეობს და მათი ყოველდღიურობის გამარტივებას ემსახურება.

 

რა მიდგომებს იყენებს საქართველოს ბანკის გუნდი ამ ფუნქციონალების დასახვეწად და გასამარტივებლად?

 

არსებობს გადარიცხვის მარტივი და კომპლექსური პროცედურები. როცა ამ მოდულზე ვმუშაობდით, ჩვენი გამოწვევა იყო, რომ ტრანზაქცია, რომელსაც ბევრი ინფორმაციის შევსება სჭირდება, მომხმარებელს მარტივად, ინტუიციურად შეესრულებინა. ამისთვის ბევრნაირი გზა გავიარეთ. ჩვენ ვცდილობთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ იმ პარამეტრების რიცხვი, რომელიც მომხმარებელმა გადარიცხვისთვის უნდა შეავსოს, თანაც ისე, რომ დავიცვათ საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტები.

 

მაგალითად, ჩვენ  პლატფორმებში ჩაშენებულია IBAN Checker-ის ფუნქციონალი, რომლის მეშვეობით, ანგარიშის ნომრის შეყვანის შემდეგ, ავტომატურად ივსება მიმღების პირის მისამართის, სახელისა და გვარის, ან იურიდიული პირის დასახელების თუ სხვა ველები. შესაბამისად, მას ამ მონაცემების ხელით შევსება აღარაა საჭირო.

 

რა პროცესს გადის გუნდი ახალი ფუნქციონალების დამატების ან ძველის განახლების მიზნით?

 

ჩვენ ყოველთვის ვისმენთ მომხმარებლების უკუკავშირს. სხვადასხვა არხებით ვაგროვებთ ინფორმაციას თითოეულ პროცესზე, ბარიერზე ან შეფერხებაზე. ვარკვევთ, თუ რის დამატებას ან გაუმჯობესებას ისურვებდნენ ისინი, ვაკვირდებით პროცესს და ვგეგმავთ განახლებებს.  გარდა ამისა, ვიცავთ ეროვნული ბანკისა და SWIFT-ის რეგულაციებს. რაც მთავარია, მუდმივად ვტესტავთ ახალ ფუნქციონალებს, რათა მომხმარებლის გამოცდილება კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ.

 

სწორედ ამ ძალისხმევის შედეგია ის, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისოდ აღიარებული ბიზნეს ინტერნეტ და ბიზნეს მობილბანკი. სხვადასხვა წელს, Global Finance-ის, SME Banking Agency-ის და სხვა პრესტიჟული გამოცემების მიერ, საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტ და ბიზნეს მობილბანკი ქვეყანაში საუკეთესოდ, რეგიონში კი მოწინავე პლატფორმებად დასახელდა. ეს ჯილდოები მრავალფეროვანი ფუნქციონალების, დახვეწილი სამომხმარებლო გამოცდილებისა და პროცესის სიმარტივის გამო მოვიპოვეთ.

 

რაც მთავარია, არ ვჩერდებით. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს, რომლითაც ბიზნესებს ყოველდღიური საქმიანობის უკეთ შესრულებაში, პროცესების ოპტიმიზაციასა და ფინანსების სწორად მართვაში ვეხმარებით.

 

თუ გსურთ გამოიყენოთ ბიზნეს ბიზნეს მობილბანკი, ეწვიეთ ამ ბმულს. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები