საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია ინოვაციების განვითარებასა და ამ დარგში ცოდნის გაზიარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი და DataFest Tbilisi თანამშრომლობას აგრძელებენ და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს ვორკშოპზე- „მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა” იწვევენ.
შეხვედრაზე განიხილება ბიზნესში AI მმართველობის პროცესების დანერგვა და ცვლილებები, რომლებიცსაჭიროა ამ ტექნოლოგიისგან საუკეთესო შედეგის მისაღებად.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობით,პრიორიტეტი ადამიანების სპეციფიკურ საჭიროებებს ენიჭება. იგი განსხვავდება სხვა მეთოდებისგან, რადგანბიზნესს მკაფიო მოთხოვნებს უყენებს და მას რეალისტურ მიზნად აქცევს. AI სისტემებში მომხმარებელთაუკუკავშირისა და პრეფერენციების ინტეგრაცია კი ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, ეთიკური სტანდარტებისა და რეგულაციების დაკმაყოფილება პროცესის ბუნებრივი ნაწილიხდება. მათი თქმით, მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა მომხმარებლებთანურთიერთობების გამყარებას, სერვისის მუდმივ გაუმჯობესებასა და ინოვაციების დანერგვას უწყობს ხელს.
ვორკშოპს ანა ჩუბინიძე, AdalanAI-ის დამფუძნებელი და დირექტორი გაუძღვება. იგი, ასევე, Springer Nature-ის"ხელოვნური ინტელექტისა და ეთიკის" ჟურნალის დამფუძნებელი სარედაქციო საბჭოს წევრია.
„ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურობას რადიკალურად ცვლის და ეს ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ, როგორც ინოვაციებზე ორიენტირებული ტექნოლოგიური ორგანიზაცია, მუდმივად ვაკვირდებით სიახლეებს ამ სფეროში და როგორც ბიზნესებს, ისე ტექ.პროფესიონალებს განახლებულ ინფორმაციას და გამოცდილებას ვუზიარებთ. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi_ის პარტნიორობა გრძელდება და ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ინოვაციების გავრცელებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს. ვფიქრობთ, აღნიშნულ ვორკშოპზე ხელოვნური ინტელექტის ინჟინრები,ბიზნეს ლიდერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები საინტერესო მიგნებებს მოისმენენ“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ვორქშოპი 28 ივნისს, 4-დან 7 საათამდე, ჰიბრიდულ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით და 4B-ისშენობაში, ალ. ყაზბეგის 15-ში გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ამ ბმულზე. ვორკშოპის სამუშაო ენაა ქართული.
უახლესი