დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის და Mastercard-ის 50%-იანი „ქეშბექ“ აქცია 30 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის და Mastercard-ის 50%-იანი „ქეშბექ“ აქცია 30 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება

19-09-2023 13:33:46

„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის კომფორტული სერვისების შექმნასა და არსებული პროდუქტების განვითარებაზე - ამჯერად, ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს „ქეშბექ“ აქციას დამატებით ერთი თვით, 30 სექტემბრის ჩათვლით სთავაზობს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, აქციის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ონლაინ დახარჯული თანხის 50% დაიბრუნონ.

„ქეშბექ“ აქციით სარგებლობისთვის საჭიროა გახსნათ „საქართველოს ბანკის“ პირველი ბიზნეს ანგარიში bonline.ge-ზე 30 სექტემბრის ჩათვლით და აიღოთ Mastercard-ის ბიზნეს ბარათი. შეთავაზება ანგარიშის გახსნიდან 1 თვის განმავლობაში მოქმედებს და მის ფარგლებში ბიზნეს მომხარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერ ვალუტაში ონლაინ დახარჯული თანხის 50 %, მაქსიმუმ 500 ლარი, უკან დაიბრუნონ.

აღსანიშნავია, რომ „ქეშბექ“ აქცია ვრცელდება როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში შესრულებულ ტრანზაქციებზე, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, თავიანთი ბიზნეს საჭიროებებისთვის უცხოეთიდან გამოწერილ ნივთებზეც მიიღონ „ქეშბექი“. აქციით უკვე 300 - მდე ბიზნეს ბარათის მფლობელმა ისარგებლა.

გარდა ამისა, ბიზნეს ანგარიშის ციფრულად გახსნისას მომხმარებლები საჩუქრად ბიზნესპაკეტს მიიღებენ. რაც მოიცავს - ბიზნეს ინტერნეტბანკს, ბიზნეს მობილბანკს, SMS ბანკს, შეტყობინების სერვისსა და სხვა ბენეფიტებს.

„ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რათა ბიზნეს მომხმარებლებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები შევთავაზოთ. ის მომხმარებლები, რომლებიც გახსნიან „საქართველოს ბანკის“ პირველ ბიზნეს ანგარიშს და აიღებენ მასტერქარდის ბარათს, იშოპინგებენ ონლაინ Amazon-ზე, Ebay-ზე ან მსგავს საიტებზე, ისარგებლებენ მიტანის სერვისით, გამოიძახებენ ტაქსს, დახარჯავენ თანხას ონლაინ მარკეტინგულ სერვისებში, განათავსებენ რეკლამას Facebook-ზე, Google-ში და ა.შ. და შეძლებენ თანხის ნახევარი ანგარიშზე დაიბრუნონ. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე მუშაობას, რომელიც საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტად მარტივს და კომფორტულს გახდის“, - განაცხადა მაია გორგილაძემ, ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

შეთავაზების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები