დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველომ რუსეთიდან 148%-ით მეტი ღირებულების ბუნებრივი აირი იყიდა

საქართველომ რუსეთიდან 148%-ით მეტი ღირებულების ბუნებრივი აირი იყიდა

19-10-2023 13:00:55

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 306,888.11 ათასი დოლარის ღირებულების   2,144,812 1000 მ³ ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა. მიმდინარე მაჩვენებლები კი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თანხობრივად 10%-იან ზრდას, ხოლო მოცულობის მხრივ 5%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 9 თვეში ქვეყანაში 279,695.21 ათასი დოლარის ღირებულების 2,048,534 მ³ ბუნებრივი აირის იმპორტი დაფიქსირდა.

2023 წლის საანგარიშო პერიოდში გასული წლების მსგავსად საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტი 2 ბაზრიდან დაფიქსირდა: აზერბაიჯანი და რუსეთი.

საქსტატის ინფორმაციით, 9 თვეში საქართველომ რუსეთიდან  84,597.07 ათასი დოლარის გაზი იყიდა, ხოლო აზერბაიჯანიდან 222,291.04 ათასი დოლარის.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 9 თვეში საქართველომ რუსეთიდან 34,176.74 ათასი დოლარის ბუნებრივი აირი იყიდა, შესაბამისად ზრდა 148%-ია.

საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარებამ თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ იმპორტით 438,344.67 ათასი დოლარის ღირებულების 3,077,916.00 1000 მ³ ბუნებრივი აირი იყიდა.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები