დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველომ 2023 წელს 4%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარა ვიდრე აწარმოვა

საქართველომ 2023 წელს 4%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარა ვიდრე აწარმოვა

19-01-2024 16:00:00

საქართველომ 2023 წელს 4%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარა ვიდრე აწარმოვა. როგორც სემეკის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წელს ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოებამ 14 395.8 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია, ხოლო მოხმარებამ 14 917.1 მლნ კვტ/სთ.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 1%-ით გაიზარდა. თუ 2023 წელს ჯამურად გენერაცია 14 395.8 მლნ კვტ/სთ იყო, 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 14 246.6 მლნ კვტ/სთ-ს აღწევდა. 

ბოლო წლების სტატისტიკით საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია ისტორიულ მაქსიმუმზეა. 

2023 წელს გამომუშავებული ელექტროენერგიის 75%-ი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის, საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ჰიდროელექტროსადგურებმა სულ 10 863.2 მლნ კვტ/სთ-ს ელექტროენერგია გამომიმუშავეს, ზრდა  წინა წელთან შედარებით 1%-ია.

რაც შეეხება მოხმარებას, რომელიც 2023 წელს 14 917.1 მლნ კვტ/სთ-ი შეადგინა, გასულ წელთან შედარებით 4%-ითაა შემცირებული. 2022 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 15 521.2  მლნ კვტ/სთ შეადგინა.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები