დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან წაბლის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა

საქართველოდან წაბლის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა

10-02-2024 12:00:00

საქართველოდან წაბლის ექსპორტი 61%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს 718.37 ტონა წაბლის ექსპორტი განხორციელდა, 2022 წელს კი 447.14 ტონა. 2023 წელს ქვეყნიდან ექსპორტირებული ახალი ან ხმელი ნაჭუჭგაუცლელი წაბლის (Castanea spp.) ღირებულება 911.16 ათასი დოლარი იყო, 2022 წელს კი 568.52 ათასი დოლარი. თუ ბოლო 14 წლის სტატისტიკას დავაკვირდებით ვნახავთ, რომ წაბლის ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს სწორედ 2023 წელს მიაღწია.

საქართველოდან ექსპორტირებული წაბლის 55%-ი აზერბაიჯანზე მოდის, ხოლო 28%-ი რუსეთზე. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ქართული წაბლი 6 ბაზარზე გაიყიდა.

  • აზერბაიჯანი - 392.56 ტონა,
  • რუსეთი - 199.14 ტონა,
  • სომხეთი - 84.33 ტონა,
  • იტალია - 21.45 ტონა,
  • საბერძნეთი - 20.58 ტონა,
  • უკრაინა - 0.30 ტონა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები