2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ISET კვლევითი ცენტრის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში სოფლის მეურნეობის ექსპორტი 22%-ით გაიზარდა (2022 წლის იანვარ-აგვისტოში 740 მილიონი აშშ დოლარიდან 2023 წელს 906 მილიონ დოლარამდე).
რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში სოფლის მეურნეობის იმპორტიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით გაიზარდა. თუ 2022 წელს მისი მოცულობა 1,1 მილიარდი დოლარი იყო, მაშინ 2023 წელს 1,3 მილიარდ დოლარს მიაღწია. თუმცა, სოფლის მეურნეობის იმპორტის წილი მთლიან იმპორტში არ შეცვლილა და 13%-ზე რჩება.
უახლესი