დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა

12-10-2023 12:31:56

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) საქართველოს მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის 6%-დან 6,2%-მდე გაზარდა. ამის შესახებ საფინანსო ინსტიტუტის ოქტომბრის მიმოხილვაშია ნათქვამი.

გარდა ამისა, სავალუტო ფონდი 2024 წლისთვის საქართველოს მშპ-ის ზრდას 4,8%-ის დონეზე პროგნოზირებს.

პროგნოზის თანახმად, მოსალოდნელია, რომ საქართველოში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი მიმდინარე წელს 2,4%-მდე, მომავალ წელს კი 2,7%-მდე გაიზრდება.

სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2023 წელს უმუშევრობა 18,4%-ს შეადგენს, 2024 წელს კი 18,6% იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ სექტემბრის მეორე ნახევარში ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5%-დან 6,5%-მდე გაზარდა.

აგვისტოში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2023 წელს 5-დან 6%-მდე გაზარდა.

გარდა ამისა, ოქტომბრის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 4,4%-დან 5,9%-მდე გაზარდა.

ხოლო აზიის განვითარების ბანკი ვარაუდობს, რომ 2023 წელს საქართველოში ეკონომიკა 6%-მდე გაიზრდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები