დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საერთაშორისო დამკვირვებელი რიჩარდ ჰენრიკ ჰარჩენცკი: მინდა, მოგილოცოთ - გუშინ ჩატარებული არჩევნები ევროპული პოლიტიკური ოჯახისკენ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. საარჩევნო პროცესი იყო მშვიდი და სამართლიანი

27-10-2024 15:41:00

საარჩევნო პროცესი იყო მშვიდი და საერთო ჯამში სამართლიანი, - აცხადებს საერთაშორისო დამკვირვებელი რიჩარდ ჰენრიკ ჰარჩენცკი.

„პირველ რიგში მინდა, მოგილოცოთ - გუშინ ჩატარებული არჩევნები ევროპული პოლიტიკური ოჯახისკენ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, ვინაიდან პოლიტიკური პარტიების განსხვავებების მიუხედავად, თითქმის ყველა პარტია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პოლიტიკურ ნებაზე საუბრობს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, საარჩევნო პროცესი იყო მშვიდი და საერთო ჯამში სამართლიანი. საარჩევნო უბნებზე ძალიან ბევრ ამომრჩეველს დავაკვირდი. რაც შეეხება აქტივობას, თუ გუშინდელ საარჩევნო პროცესში ამომრჩეველთა აქტივობას ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მათ უსწრებს”, - განაცხადა რიჩარდ ჰენრიკ ჰარჩენცკიმ.

უახლესი

მოსაზრება

მსგავსი სიახლეები