„აწარმოე საქართველოში“ საკუთარი გამოცდილების ექსპორტს წარმატებით ახორციელებს. როგორც სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, ამ დროისთვის სააგენტო კონსულტაციებს იორდანიის ინვესტიციების სამინისტროს უწევს, ხოლო სამომავლოდ ანალოგიური პროექტი უზბეკეთსა და მოლდოვაში განხორციელდება.
„ამას უკვე ინსტიტუციური სახე მიეცა. მაგალითად, იორდანიაში, ინვესტიციების სამინისტროში, USAID-ის დახმარებით ჩავედით და როგორც მრჩევლებს დღესაც გაქვს მათთან მიმდინარე პროექტები, ჩვენ მათ ვეხმარებით ინვესტიციების მოზიდვის სწორი პოლიტიკის შემუშავებაში, ვატრენინგებთ, პრეზენტაციების დონეზე რა უნდა ელაპარაკონ ინვესტორებს. იგივე იგეგმება უზბეკეთთან, მოლდოვასთან და სხვა ქვეყნებთან.
სააგენტოში იმდენად დიდი შესაძლებლობები გაჩნდა და ხარისხმა მოიმატა ამ კუთხით, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ როგორც კონსულტანტები ვუზიარებთ სხვა ქვეყნებს ჩვენს წარმატებას“, - განაცხადა ხიდურელმა.
უახლესი