დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სადღესასწაულოდ „ზარბაზანმა“ ბაზარზე სასაჩუქრე ბოქსები გამოიტანა

სადღესასწაულოდ „ზარბაზანმა“ ბაზარზე სასაჩუქრე ბოქსები გამოიტანა

08-03-2024 10:00:00

Business Insuder Georgia-თან ,,ზარბაზანის“ კომერციული პარტნიორი და დირექტორი ნანა დავითაძე ამბობს, რომ სარვამარტოდ, როგორც ყველა დღესასწაულზე ვგეგმავთ 50%-იან ფასდაკლებას.

„სპეციალურად ქალბატონებისთვის გვაქვს ორ და ოთხ კომპონენტიანი სასაჩუქრე ნაკრებები. ასევე ფასდაკლებები იქნება ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში: „ავერსში“, „ფარმ სახლში“, ონლაინგაყიდვებსა და ა.შ. ორკომპონენტიანი და ოთხკომპონენტიანი სასაჩუქრე ნაკრების შემთხვევაში შერჩეულია გამორჩეული დიზაინის ყუთი, ხოლო თავად ნაკრები მომხმარებელმა უნდა შეარჩიოს და შესაბამისად 50%-იანი სადღესასწაულო ფასდაკლებით ისარგებლებს“, - ამბობს ნანა დავითიძე.

„ზარბაზანი" ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც ღვინის კოსმეტიკას აწარმოებს და საზღვარგარეთ გააქვს.

4 დასახელების ღვინისგან - ხვანჭკარა, რქაწითელი, საფერავი და ოჯალეში, „,ზარბაზანი" 25 სახის პროდუქტს ქმნის. მათ შორისაა  შამპუნები, სამასაჟე ზეთები, თმის ნიღბები და კონდიციონერები, საპნები, ზეთები რუჯის მისაღებად და, მზისგან დამცავი ლოსიონები და სხვა.

ცნობისთვის, კომპანია „ზარბაზანის" კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში  ჩაეშვა. საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს და 20 ადამიანია დასაქმებული.საწყისი ინვესტიცია ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები