დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი 2023 წლის 6 თვეში მოზიდული პრემიის მიხედვით

სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი 2023 წლის 6 თვეში მოზიდული პრემიის მიხედვით

06-09-2023 10:00:04

2023 წლის 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან) 591 მილიონი ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 121,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 34,3 მილიონი ლარი.

2023 წლის 6 თვის მაჩვენებლებით, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1 358,3 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 350,6 მილიონ ლარს შეადგენს.

2023 წლის 6 თვის მონაცემებიდან ირკვევა, რომ მოზიდული სადაზღვევო პრემიის რაოდენობით, პირველ ადგილზეა „ჯიპიაი“ - მოზიდული პრემია110 მლნ ლარი, მეორეა - „თიბისი“ - 90 მლნ ლარი, ხოლო, მესამეზე - „ალდაგი“ - 84 მლნ ლარი.

მოზიდული სადაზღვევო პრემიის რაოდენობით, კომპანიების რეიტინგი (2023 წლის 6 თვე)

  • „ჯიპიაი“ - 110 მლნ ლარი;
  • „თიბისი“ - 90 მლნ ლარი;
  • „ალდაგი“ - 84 მლნ ლარი;
  • „იმედი ელი“ - 62 მლნ ლარი;
  • „არდი“ - 54 მლნ ლარი;
  • „უნისონი“ - 36 მლნ ლარი;
  • „ირაო“ - 32 მლნ ლარი;
  • „ბენეფიტი“ - 28 მლნ ლარი;
  • „პსპ „- 24 მლნ ლარი;
  • „ნიუ ვიჟენი“ - 15 მლნ ლარი;
  • „ალფა“ - 11 მლნ ლარი;
  • „ბბ დაზღვევა“ - 10 მლნ ლარი;
  • „ევროინსი“ - 9 მლნ ლარი;
  • „სადაზღვევო ჯგუფი“ - 9 მლნ ლარი;
  • „პრაიმი“ - 7 მლნ ლარი;
  • „ქართუ“ - 5 მლნ ლარი;
  • „გრინ დაზღვევა“ - 2 მლნ ლარი;
  • „ტაო“ - 2 მლნ ლარი.

2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები