დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდულობს საქართველო იახტებს

სად ყიდულობს საქართველო იახტებს

15-07-2023 01:00:48

საქართველოში იახტების იმპორტი ღირებულებით ნაწილში 58%-ით შემცირდა.

როგორც საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ  981.24 ათასი დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2,344.57 ათას დოლარს შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ იახტების იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს სწორედ 2022 წელს მიაღწია, როდესაც საქართველოში 4,125.28 ათასი დოლარის ღირებულების იახტების იმპორტი განხორციელდა.

2022 წელს 2021 წელთან შედარებით ქვეყანაში 938%-ით მეტი ღირებულების იახტები შემოვიდა.

2022 წლის სტატისტიკით ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა აშშ-ა, რომელზედაც გასულ წელს ქვეყანაში იმპორტირებული იახტების 48%-ი მოდის. 

რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, ლიდერი ისევ ამერიკაა, შემდეგ მოდის მექსიკა და ბელგია.

სად ყიდულობს საქართველო იახტებს - TOP-5 ქვეყანა

  • აშშ - 258.30 ათასი დოლარი;
  • მექსიკა - 180.74 ათასი დოლარი;
  • ბელგია - 149.41 ათასი დოლარი;
  • ნიდერლანდები - 85.20 ათასი დოლარი;
  • თურქეთი - 58.10 ათასი დოლარი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები