დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდის საქართველო ოქროს და როგორია საექსპორტო არეალი 

სად ყიდის საქართველო ოქროს და როგორია საექსპორტო არეალი 

27-06-2024 18:00:00

საქართველოდან ოქროს ექსპორტო მოცულობის მხრივ კლებას, ხოლო ღირებულებით ნაწილში ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველომ დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქრო ექსპორტზე სულ 3 ქვეყანაში გაიტანა. 
5 თვეში ქვეყნიდან საერთო ჯამში ექსპორტირებულია 41,394.66 ათასი დოლარის ღირებულების 1.15 ტონა ოქრო, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტზე 1.29 ტონა ოქრო გავიდა, რომლის საერთო ღირებულებაც 38,242.41 ათასი დოლარი იყო. ეს კი იმას მოწმობს, რომ ქვეყნიდან 8%-ით მეტი ღირებულების ოქრო გავიდა, ხოლო მოცულობის კუთხით 11%-ით ნაკლები. 

ქართული ოქროს ნომერ პირველი მომხმარებელი შვეიცარიაა, სადაც ოქროს მთლიანი ექსპორტის 92%-ი დაფიქსირდა.

ქვეყნები, სადაც საქართველომ ოქრო გაყიდა:

  • შვეიცარია - 1.06 ტონა - 37,433.96 ათასი დოლარი,
  • თურქეთი - 0.08 ტონა - 3,501.48 ათასი დოლარი,
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 0.01 ტონა - 459.23 ათასი დოლარი.

ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით აღნიშნული მადნის ექსპორტი მეტ-ნაკლებ მდგრადობას ინარჩუნებს. 2023 წელს ქვეყანამ საზღვარგარეთ 2.72 ტონა ოქრო გაყიდა, 2022 წელს კი 2.68 ტონა.

ოქროს ექსპორტი თავის ისტორიულ მაქსიმუმზე 2010 წელს იყო, როდესაც ქვეყნიდან 7.19 ტონა დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქრი გავიდა. 
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები