დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდის საქართველო ელექტროენერგიას

სად ყიდის საქართველო ელექტროენერგიას

27-08-2024 11:00:00

ელექტროენერგიის ექსპორტი 14%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანამ ექსპორტზე 985,062.30 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა, საიდანაც 77,360.28 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტირებულია 1,140,710.08 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია.

2024 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ექსპორტს ყოველთვიური ტრენდი აქვს, თუმცა მაქსიმუმს ივნისში მიაღწია, როდესაც ქვეყანამ ექსპორტზე 359,570.00  ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა.

რაც შეეხება მიმართულებებს, ექსპორტირებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი ქვეყნების მიმართულებით კონფიდენციალურია, თუმცა საექსპორტო ღირებულება საჯაროა. აღნიშნულ ციფრებზე დაყრდნობით კი ნათელია, რომ საქართველოსთვის ელექტროენერგიის ექსპორტის კუთხით ნომერ პირველი ქვეყანა თურქეთია.

ქვეყნები, სადაც საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებს:

თურქეთი - 40,070.72 ათასი დოლარი;

სომხეთი - 5,872.70 ათასი დოლარი;

აზერბაიჯანი - 2,570.10 ათასი დოლარი;

რუსეთი - 64.90 ათასი დოლარი;

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები