დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საბანკო სექტორის დეპოზიტები მზარდია

საბანკო სექტორის დეპოზიტები მზარდია

27-01-2025 13:24:00

საბანკო სექტორის დეპოზიტები მზარდია. დეკემბერში დეპოზიტების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 371.9 მლნ ლარით გაიზარდა და 58.3 მილიარდი ლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით დეპოზიტების მოცულობა 13.4%-ით გაიზარდა.

 

დეკემბერში შინამეურნეობების ლარის დეპოზიტები წლიურად (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 13.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ წინა თვესთან შედარებით შინამეურნეობების ლარიზაცია 0.6%-ით გაიზარდა.

 

 

 

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით  წინა წელთან შედარებით ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 34%-ით გაიზარდა და 26.39 მლრდ ლარი შეადგინა.  

 

დეკემბრის მონაცემებით, ლარის ვადიანი დეპოზიტების მოცულობა წლიურად (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით)  38.23% -ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვადიანი დეპოზიტების მოცულობა წლიურად 29.5%-ით გაიზარდა.

ავტორი:

მარიამ ბახტაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები