დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საახალწლოდ მომხმარებლებს ვთავაზობთ 50%-იან ფასდაკლებას პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე - ,,ზარბაზანი"

საახალწლოდ მომხმარებლებს ვთავაზობთ 50%-იან ფასდაკლებას პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე - ,,ზარბაზანი"

09-12-2023 08:44:54

Zarbazani Wine & Beauty  საახალწლოდ მომხმარებლებს ჰპირდება 50%-იან ფასდაკლებას პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე. როგორც ,,ზარბაზანის“ კომერციული პარტნიორი და დირექტორი ნანა დავითაძე  Businee Insider Georgia  -თან ამბობს, ამ დროისთვის განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს სასაჩუქრე ნაკრებები, რომელიც ქართული საჩუქრის საუკეთესო ალტერნატივაა. 
,,ჩვენს პროდუქციას გამოარჩევს მაღალი სტანდარტი, ხარისხიანია და უნიკალური. საახალწლო პერიოდი კი განსაკუთრებული დროა სიახლისა და სიურპრიზისთვის, რის გამოც გადავწყვიტეთ მომხმარებელს 50%-იანი ფასდაკლება შევთავაზოთ სრულ ასორტიმენტზე. ,,ზარბაზანის" ღვინის კოსმეტიკა დამზადებულია 100 %-ით ნატურალური ინგრედიენტებით, არის პრემიალური ხარისხის და რაც მთავარია, წარმოებულია საქართველოში. მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ არ შეიცავს არავითარ ქიმიურ დანამატებს, ყველა პროდუქტი სერტიფიცირებულია შესაბამისობის სერტიფიკატით. პროდუქციის ძირითად ინგრედიენტს წარმოადგენს ყურძნის წიპწის ზეთი, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა და ქართველი ტექნოლოგების მიერ ორგანული ბაზები აყვანილია პარფიუმერულ პროდუქტამდე", - განმარტავს ნანა დავითაძე.
ბრენდის უნიკალური დიზაინი შექმნილია ქართველი, ვერსალის დიზაინის სკოლის კურსდამთავრებული ხელოვანის მიერ. 
საახალწლო ფასდაკლება 15 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ Zarbazani” გთავაზობთ საქართველოში დამზადებული, 100 %-ით ნატურალური ღვინის კოსმეტიკას - პრემიუმ ხარისხის თმის და კანის მოვლის საშუალებებს. კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში ჩაეშვა.
საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები