ჩინეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარ-აპრილში 1,9%-ით 1,94 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბაჟოს გენერალურმა ადმინისტრაციამ განაცხადა,
„ამ პერიოდში ჩინეთიდან ექსპორტი 2,5%-ით გაიზარდა და 1,12 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში მიწოდება შემცირდა 7,3%-ით და 822,76 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ჩინეთის სავაჭრო სუფიციტმა 294,19 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 45%-ითაა გაზრდილი“, - ნათქვამია საბაჟო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში.
ამასთან, რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა იანვარ-აპრილში 41,3%-ით გაიზარდა და 73 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
უახლესი
46 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა