უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთმა გაანადგურა კახოვკის კაშხალი, რამაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა გამოიწვია.
ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხსენებული კაშხალი ააფეთქეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.აფეთქების გამო, წყალდიდობის საფრთხის წინაშე არიან მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებები. მიმდინარეობს ევაკუაცია.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით, განაცხადა რომ კახოვკას ჰესის კაშხალი რუსეთის შეიარაღებული ძალების 205-ე მოტორიზებულმა ბრიგადამ ააფეთქა.
უახლესი
55 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა