დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთიდან სანქცირებული თვითმფრინავებით ფრენები არ განხორციელდება - პრემიერი

რუსეთიდან სანქცირებული თვითმფრინავებით ფრენები არ განხორციელდება - პრემიერი

11-05-2023 17:58:21

 

 

 

ჩვენი პოზიცია არის ცალსახა - სანქცირებული თვითმფრინავებით ფრენები არ განხორციელდება. ეს მოხდება მხოლოდ არასანქცირებული თვითმფრინავებითა და კომპანიებით, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთთან ავიამიმოსვლაში არავითარი პრობლემა არ არის.

„მაგალითად, აზერბაიჯანში რუსეთთან 130 რეისი სრულდება კვირაში, ისრაელში კი 100-ზე მეტი.

ასე რომ, ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, მინდა ჩვენი ნამდვილი მეგობრები ევროპაში და ყველგან დავამშვიდო. ეს არის ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვზო მიმოსვლა აღადგინა და რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვა გააუქმა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ამ გადაწყვეტილებებს პროვოკაცია უწოდა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მოწვეა მოითხოვა.

მოგვიანებით, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ფრენების უფლებას ექნებათ იმ რუსულ ავიაკომპანიებს, რომლებიც სანქცირებულები არ არიან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები