ბაკურიანში Rooms Hotel-ში შემავალი სასტუმრო ROOMS Kokhta 15 დეკემბრიდან განაახლებს მუშაობას. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განაცხადა, ROOMS Kokhta სტუმრების მიღებას 15 დეკემბრიდან დაიწყებს და მთელი წლის განმავლობაში იფუნქციონირებს.
„სასტუმრო ROOMS Kokhta ზაფხულში იყო დაკეტილი, მაგრამ 15 დეკემბრიდან ის გაიხსნება და სტუმრების მიღებას დაიწყებს
იმედი გაქვს და დღევანდელი მონაცემებიც ამას მოწმობს, რომ გვექნება კარგი სეზონი, იმიტომ რომ თოვლი უკვე მოვიდა. ჩვენი სასტუმრო არის „სქი ინ სქი აუთ/Ski in Ski out.
სასტუმრო სეზონურად აღარ დაიკეტება და წლის ყველა სეზონზე მოემსახურება სტუმრებს. ბაკურიანი მაინც ორ სეზონზეა დატვირთული და ვინაიდან უკვე 4 ROOMS-ი გვაქვს ROOMS Kokhta-ს ერთგვარ ტურში ჩავსვათ და ვეცდებით, რომ ჩვენი მომხმარებელს სპეციალური შეთავაზებები გავუკეთოთ“, - აღნიშნა ჩეხერიამ.
ROOMS Kokhta 100 ნომერზეა გათვლილი სასტუმროა, სადაც ღამის თევის ღირებულება 115 დოლარიდან იწყება.
ROOMS Kokhta-ში უკვე ახალი წლის შესახვედრადაც ემზადებიან და როგორც ვალერი ჩეხერია ამბობს 31 დეკემბრის ღამის ივენთი დაგეგმილია, საუბარია ორდღიან წვეულებაზე.
31 დეკემბერი
- ნოდარიკო ხუციშვილი Live
- DJ VL NC
1 იანვარი
- DJ Tobako Tween
___
ღონისძიების მხარდამჭერია Visa.
Visa ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება.
უახლესი