ამ დროისათვის ბაკურიანში მდებარე სასტუმრო ROOMS Kokhta 100%-იანი დატვირთულობით მუშაობს.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განაცხადა, ზამთრის ტურისტული სეზონი ბაკურიანში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, რასაც თოვლიც უწყობს ხელს.
„ბაკურიანის სასტუმრო ROOMS Kokhta-ში გაქვს სრული დატვირთვა. დამსვენებლების მხრიდან ძალიან დიდი აქტიურობაა და იმედი გაქვს, რომ სეზონის ბოლომდე ასე გაგრძელდება. იქიდან გამომდინარე, რომ ბაკურიანში კარგი თოვლია და საბაგიროებიც აქტიურად მუშაობენ, აქტიურად ვიტვირთებით.
15 დეკემბრიდან, ანუ მას შემდეგ რაც ბაკურიანში ROOMS Kokhta-მ განაახლა მუშაობა, 15 იანვრის ჩათვლით შემიძლია ვთქვა, რომ 100%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ. 15 იანვრიდან, როდესაც სწავლა დაიწყება რა საკვირველია შედარებით დაბალი დატვირთვა იქნება, მაგრამ ბაკურიანში დაგეგმილია საკმაოდ ბევრი სპორტული შეჯიბრებები, ჩემპიონატები და იმედი გაქვს, რომ ჯავშნები ისევ აქტიურად წამოვა“, - განაცხადა Rooms Hotel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ.
აღსანიშნავია, რომ ROOMS Kokhta Rooms Hotel-ში შემავალი სასტუმროა, სადაც 90-ზე მეტი სასტუმრო ნომერია. სასტუმრო შემდეგი რამდენიმე კატეგორიის ნომრებს აერთიანებს: Standard king Room, Standard twin Room, Signature King, Executive King Room, Small suite და Junior suite. Rooms Kokhta Ski-in, Ski-out-ის ტიპის პირველი სასტუმროა, რაც გულისხმობს სათხილამურო ტრასებზე ასვლა/დაბრუნებას, ან სხვა სათხილამურო ხაზებზე გადასვლას მხოლოდ საბაგირო ინფრასტრუქტურით, რაც სასტუმროს მომიჯნავე ტერიტორიიდან იქნება შესაძლებელი. ცნობილია, რომ ამიერიდან ბაკურიანში, კოხტა მიტარბის ტერიტორიაზე, ახალი სათხილამურო ტრასის საბაგიროსთან მდებარე ROOMS Kokhta სტუმრებს წლის ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს.
უახლესი