დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელმა კომპანიებმა განახორციელეს საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - TOP-10

რომელმა კომპანიებმა განახორციელეს საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - TOP-10

08-09-2023 12:29:14

TOP-10 ინვესტორი კომპანიიდან, რომელთაც საქართველოში 2023 წლის მეორე კვარტალში განახორციელეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ყველაზე მეტი თანხა საფინანსო სექტორში ჩადეს. რაც შეეხება ქვეყნებს, ლიდერი კომპანიები ჩეხეთს და დიდ ბრიტანეთს წარმოადგენენ.

Business Insider Georgia-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, მეორე კვარტლის მონაცემებით TOP-10 ინვესტორი კომპანიის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • სს ენერგო - პრო ჯორჯია (ჩეხეთი) - ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება;
  • შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია (ნიდერლანდები) - დამამუშავებელი მრეწველობა;
  • შპს ენკა  რინიუებლზ (თურქეთი) - ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება;
  • სს საქართველოს კაპიტალი (გაერთიანებული სამეფო) - საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები;
  • ​შპს ატლას ჰოლდინგსი (გაერთიანებული სამეფო) - საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები;
  • შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ  (მალტა) - საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები;
  • სს ბიჯეო ჯგუფი (გაერთიანებული სამეფო) - საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები;
  • სს ეპ ჯორჯია გენერაცია (ჩეხეთი) - ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება;
  • სს ეპ ჯორჯია მიწოდება  (ჩეხეთი) - ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება;
  • შპს ექსელუს ჰოლდინგსი (ნიდერლანდები) - საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები;

PS. საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

 

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის II კვარტალში 505.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 29.9 პროცენტით მეტია.

2023 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 23.3 პროცენტით შემცირდა და 72.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 14.4 პროცენტია. რეინვესტიციამ 422.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი 83.5 პროცენტით განისაზღვრა.

პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 168.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 33.3 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება თურქეთი - 71.0 მლნ. აშშ დოლარით (14.0 პროცენტი), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 62.7 მლნ. აშშ დოლარით (12.4 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 78.0 პროცენტს შეადგენს.

2023 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 255.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 50.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ენერგეტიკის სექტორი - 137.2 მლნ. აშშ დოლარით (27.1 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 35.6 მლნ. აშშ დოლარით (7.0 პროცენტი)

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები