დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია ცხენტურებზე მოთხოვნა და რომელია პოპულარული მარშუტები - Everywhere

როგორია ცხენტურებზე მოთხოვნა და რომელია პოპულარული მარშუტები - Everywhere

29-08-2023 13:00:26

ტურისტული კომპანია Everywhere მსურველებს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ხანგრძლივობის ცხენტურებს სთავაზობს. კომპანიის ერთ-ერთი შეთავაზებაა ცხენტური თბილისში, რა დროსაც დედაქალაქის ულამაზესი ხედების დათვალიერება ცხენით საათნახევრიანი გასეირნებისას არის შესაძლებელი.

როგორც  Everywhere-ს დამფუძნებელმა თამარ გუდავაძემ Business Insider Georgia-სთან საუბრისას განაცხადა, Everywhere ძირითადად უცხოელებზე მუშაობს და ყველაზე მოთხოვნადი მაინც თბილისის ცხენტურებია.

„კომპანია ორი წლის წინ შევქმენით და ნელნელა მივედით იმ კონდენციამდე სადაც დღეს ვართ. ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ვაკავშირებთ ერთმანეთთან ტურისტებს, მძღოლებსა და თავლებს. შუამავალი ვართ, ჩვენ თვითონ ცხენები არ გვყავს. ტურების ორგანიზებას ვაკეთებთ მთელი საქართველოს მასშტაბით. 

ყველაზე მოთხოვნადი მაინც თბილისის ცხენტურებია, რადგანაც ყველაზე ახლოსაა და ყველაზე მოკლე ტურია. თუმცა ასევე გვაქვს და მოთხოვნადია ტურები ყაზბეგში, ბორჯომში, თუშეთსა და სვანეთში“, - აცხადებს  Everywhere დამფუძნებელი.

თამარ გუდავაძის თქმით, თბილისში საათნახევრიანი ტური 90 ლარი ღირს. 

„რაც შეეხება რეგიონებს ყველაზე მოთხოვნადი მაინც ყაზბეგის ცხენტურებია. ყაზბეგშიც ძირითადად ტურები რამდენიმე საათიანია, გერგეთის მთაზე ასვლა, ელიას მთაზე ასვლა ეკლესია მონასტრების სანახავად. ასევე მოთხოვნადია 1 დღიანი ტურები. რომ შევაჯამოთ პირველ რიგში ყველაზე მოთხოვნადია რამდენიმე საათიანი ტურები, შემდეგ მოდის 1 დღიანი ტურები, ხოლო შემდეგ რამდენიმე დღიანი ტურები. 

რეგიონებში ცხენტურების ორგანიზებისთვის საჭიროა ტრანსპორტირებაც და ვინაიდან ინდივიდუალური ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირი ჯდება, ეს თანხა იყოფა მგზავრების რაოდენობაზე და მაგალითად ერთი ადამიანისთვის ბორჯომის ტური 150 დოლარი ღირს ტრანსპორტირებიანად და ცხენტურიანად. საუბარია 2 საათიან ტურზე“, - განმარტავს თამარ გუდავაძე.

Everywhere დამფუძნებლის თქმით, ცხენტურებზე მოთხოვნა შარშან უფრო მაღალი იყო.

„გასულ წელს უფრო დიდი მოთხოვნა იყო ვიდრე წელს. ამის ზუსტი მიზეზი არ ვიცი, ვცდილობ, რომ მეც გავარკვიო. საუბრებში სხვადასხვა მიზეზი სახელდება.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ გავფართოვდეთ. დავიმატეთ სხვადასხვა არხები და ამის ხარჯზე საერთო მოთხოვნა არ შეგვმცირებია. მაგრამ თუ იგივე არხებს შევადარებთ და დავაკვირდებით კლება არის“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი. 

საქართველოს გარდა Everywhere უზრუნველყოფს ცხენტურების ორგანიზებას სომხეთის მიმართულებაზეც, თუმცა როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, სომხეთის მიმართულებაზე მოთხოვნა მაღალი არ არის.

ტურების დასაჯავშნად ეწვიეთ ვებგვერდს: https://everywhere.ge/

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები